ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
სინანული
ჰოი, საწყალობელო, ჟამსა სიბერისასა გნებავს სინანული და არა გიხილავს, ყრმანიცა ჩჩვილნი მოკვდებიან.
ჰოი, საწყალობელო, ჟამსა სიბერისასა გნებავს სინანული და არა გიხილავს, ყრმანიცა ჩჩვილნი მოკვდებიან. შენ ვინა უწყი დაბერება შენი?! და უკეთუ ეგე ეგრეთ იყოს და დაბერდეცა, სადა არს ჟამსა სიბერისასა სინანული/. სიყრმე შენი და სიჭაბუკე შენი და სიმხნე და ძლიერება შენი ცოდვასა შინა აღასრულე და, ოდეს დაბერდე და ძრწი, მაშინ მოხვალა სინანულად? წეღანვე გარქვ: უკეთუ არა ინანოთ ნებსით, შემდგომად უნებლიეთ მოგანანიონ და ურგებ გექმნესცა.
ესე არს უნებლიეთ მონანება: რაჟამს ფერხნი მისნი სიმხნესა შინა არა დააცადა ცოდვათა მავლობისაგან და უნებლიეთ დაიხსნეს მუხლნი მისნი და არღარა ძალუც ზე აღდგომად; ხელნი მისნი არა შეასვენეს ცემათა და ბრძოლათა მიერ და აწ ძრწიან; თვალნი მისნი არა დააყენა შურისაგან და აწ დაბრიყვებულ არიან და ცუდად ცრემლიოს და ურგებად; ენა მისი გინებისა და ტყუვილისა მთხზველ იყო და აწ ფლაფნით მეტყველებს; პირნი მისნი იყვნეს სახლ ცრუფიცობისა და აწ მკვნესარ და მხველებარ არიედ; შვილთა მოსძულებიეს, სახლეულნი ერისხვიან, ყრმანი ეკიცხვიან; თვით არ ძალუც აღდგომა, გინა დაჯდომა და ვლა და ბეცებითა და რყევითა რონინებს არგანთა ბრჯინებითა, ვითარცა მთვრალი.
სადა იქმნების აქა სინანული?! ესე არს უნებლიეთ სინანული და ურგები მისთვის. ამისთვის იტყვის დავით ფსალმუნსა შინა: "იხილი თუ მპარავი, თანაურბიოდე მას, და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი. პირმან შენმან განამრავლა უკეთურება და ენაი შენი თხზვიდა ზაკვასა. სჯდი რაი ძმისა შენისათვის, ბოროტსა იტყოდი და ძისათვის დედისა შენისა დასდვი საცთური. ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე. ჰგონე უშჯულოებაი, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო. გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა".
ჰხედავთა, ვითარ გექადისთ ღმერთი პირითა წინასწარმეტყველისაითა: უკეთუ არა მოინანიოთ, წარმოვადგინნე ცოდვანი თქვენნი წინაშე პირსა თქვენსაო.

|