წმ. ალექსი ბერი
თემა: სინანული

სინანული არის უსაღმრთოესი საშუალება, გინა მადლი საღვთო განსაწმედელად ცოდვილთა, რამეთუ ვითარცა

სინანული არის უსაღმრთოესი საშუალება, გინა მადლი საღვთო განსაწმედელად ცოდვილთა, რამეთუ ვითარცა გულისაგან გამოსრული ცოდვა შეაგინებს კასაცა, ეგრეთვე მისივე გულისაგან გამოსრული სინანული გასწმედს კასცა.
    დასაბამი სინანულისა არს ხსოვნა თავისი ცოდვისა და მოგონება ცოდვათა შობს საღვთო მწუხარებასა და ეს არის სინანული, და ყოველი, რომელიც ნანობს და სწუხს თავისი ცოდვისათვის, უეჭველად მიიღებს შენდობასა, რამეთუ იტყვიან მამანი, სინანული კარი არს წყალობისა, რომელიც განღებულ არს მამისა მიერ სახიერისა უძღების შვილის შესაწყნარებლად.
 
თემატური კითხვები
0