თემა: სინდისი

მიზანი ზნეობრივად დაძინებული კაცისა ცხოვრებაში არის ჭამა, სმა, თავტანის სათუთად დაცვა და სხვა.

მიზანი ზნეობრივად დაძინებული კაცისა ცხოვრებაში არის ჭამა, სმა, თავტანის სათუთად დაცვა და სხვა. აქიდან გამომდინარე სინდისიც ზნეობრივად დაძინებულ ადამიანს არ უმოქმედებს, რამდენადაც იგი მას, როგორც სიტყვა ღვთისა იტყვის, დამწვარი აქვს. მისთვის ყოველივე შესაძლებელია, ყოველივე დასაშვებია. მის ნებისყოფასაც მხოლოდ ის სურს, რასაც უთანაგრძნობს გარყვნილი მისი გული და რასაც იწონებს დამწვარი მისი სინდისი. თუ ადამნს გულში ზნეობრივი წესები არ უმოქმედებენ, ძნელად მოსალოდნელია ასეთი ადამიანის თავისთავად გამოსწორება. აქ საჭიროა ზესთაბუნებრივი, ყოვლის გამაცოცხლებელი, გინათუ ცხოველმყოფელი მადლი ღვთისა, რომელცას მხოლოდ შეუძლია ჩვენთვის მიუწვდომელი საშუელბით შავიც კი თეთრად აქციოს და ზნეობრივად მკვდარიც აღადგინოს განახლებული ცხოვრებისატვის.
    ჩავუფიქრდეთ ახლა, ქრისტეანენო, თუ რა საშიშია ასეთი ძილი ადამიანისათვის? განიფთხვეთ, ამბობს წმ. მოციქული პავლე, და მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინა მოსაჯე თქვენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მომავალს ეძიებს, ვინცა შთანთქვა (I პეტრ. 5, 8). აბა, როგორ უნდა იძინოს ცოდვილმა ადამიანმა ასეთი საშიშროების დროს? განა მიწის მუშას ძინავს იმ დროს, როცა თესვის დროა? სხვებრ რა არის ჩვენი ცხოვრება, თუ არა დრო სულიერი ნაყოფის თესვისას სარადისო ნეტარების დამკვიდრებისათვის? და თუ ჩვენ ეს დრო ძილში გავატარეთ, მაშინ იგი არასოდეს მეტი ჩვენთვის არ დაბრუნდება, ამიტომ ამბობს სახარება: ჯერ არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელეწიფების საქმედ (იოან, 9, 4).
    აი, რატომ გვიკრძალავს ჩვენ ღვთაებრივი პავლე მოციქული უდარდელ ძილს და გვიბრძანებს დაუყოვნებელ გაღვიძებას ცოდვილიან სარეცელიდან: განიღვიძე მძინარევ, და აღსდეგ მკვდრეთით!
    უფალო, განანათლე გონებითი თვალნი ჩვენნი, რათა არ დავიძინოთ სიკვდილად. ამინ.
 
თემატური კითხვები
0