ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
სიყვარული
რა არის თვით უმაღლესი ესე თვისება ჩვენი სიცოცხლისა სიყვარული? თუ არა სახრჩობელა. ნუთუ ესე სიყვარული
რა არის თვით უმაღლესი ესე თვისება ჩვენი სიცოცხლისა "სიყვარული?" თუ არა სახრჩობელა. ნუთუ ესე სიყვარული არ არის თვით ულმობელი ჯალათი? სად არს ტანჯვა ესოდენი და რაი არს გეენიის მშობელი ეგზომად ადამიანის ტანჯვათა წარმომშობელი, ვითარ სიყვარული. ე.ი. ძვირფას სიყვარულს ავ-კარგის დღე და ღამ ფიქრი, წვალება და რამე უბედურების არა შემთხვევისგან ვაება? აგრეთვე ღალატი ცოლ-ქმართა შორის და უკანასკნელ ძვირფასთა გარდაცვალება... ესე არს სიყვარულის აუწერელი ტანჯვა-წვალება, რამეთუ ამას შინა წამებულნი ოხვრა-ვაებაში ლევენ ცხოვრებას.
შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ზემო სიტყვების თქით ვგმობდე მე სიყვარულის არსებობას, ღმერთმან დამიფაროს, არამედ, პირიქით, მსურს მის სიყვარულის წმიდა არსებობის მარადისობისკენ აღვიყვანო სმენა, რათა მის ღვთაებურ მშვენიერების ტრფიალებისკენ აღვამხედველო, ერთად ამ ხორციელ სიყვარულის მძიმე ჯვარითურთ.

|