ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
სიყვარული
განვმარტოთ, საყვარელნო, მეტი გარკვეულობისათვის თითოეული თვისება ამა სიყვარულისა. სიყვარული
განვმარტოთ, საყვარელნო, მეტი გარკვეულობისათვის თითოეული თვისება ამა სიყვარულისა. სიყვარული სულგრძელია და ტკბილი. ეს ნიშნავს, რომ მოყვასის მოყვარული, მოყვასის მიერ მიყენებული შეურაცხყოფისათვის, სამაგიეროს მას არ უხდის, არამედ მშვიდად და უწყინრად გადააქვს იგი; კიდევ მეტი; ლოცვილობს კიდეც მისთვის. ასე ლოცვილობდა ჯვარცმული ღმერთკაცი იესო ქრისტე მის ჯვარცმულებზე და იტყოდა: მამაო! მიუტევე ამათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმ (ლუკ. 23, 34). ასევე ლოცვილობდა მის მკვლელთა შესახებ პირველმოწამე მთავარდიკონი სტეფანე, და ღაღადყოფდა ღმრთისადმი: უფალო! ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა (საქ. მოც. 7, 59), შურისძიება ბოროტისათვის არ შეადგენს სიყვარულის თვისებას.
|