ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
სიყვარული
ვინაითგან მამად ჰხადით ღმერთსა, და იგი არა მოიძულებს ბოროტს მოქმედსა და ელის სინანულსა, და შენ გძულს
ვინაითგან მამად ჰხადით ღმერთსა, და იგი არა მოიძულებს ბოროტს მოქმედსა და ელის სინანულსა, და შენ გძულს ნათესავი შენი ძეთაგან ადამისა, ვითარცა იტყვი ძედ ღმრთისად წოდებად და თხოვად მამისა მიმართ ნიჭთა რაისამე, ანუ ძმად ქრისტესა სახელისდებად, რომელმან შეიყვარა პავლე, განმყვრნელი სამწყსოთა ქრისტესთა? რომელი თვით პავლეცა მიუწერს კორინთელთა პირველსა ებისტოლესა შინა: "ენასაღა თუ კაცთასა და ანგელოსთასა ვიტყოდი, ხოლო სიყვარული არა მაქვნდეს, ვიქმენ მე ვითარცა რვალი, რომელი თხრიან... მავქნდესღა თუ ყოველი სარწმუნოებაი, ვიდრე მთათა ცვალებადმდე, და სიყვარული არა მაქვნდეს, არა რაიმე ვარ. შეღა-თუ ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი, და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწველად და სიყვარული არა მაქვნდეს, არარაივე სარგებელ არს ჩემდა".
|