ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
სიყვარული
იესუ ქრისტემან ართუ მეგობართათვის დადვა სული თვისი, რომელსა არა სადა ჰყავს მოყვასი, არცა სწორი,
იესუ ქრისტემან ართუ მეგობართათვის დადვა სული თვისი, რომელსა არა სადა ჰყავს მოყვასი, არცა სწორი, არამედ - ჩვენ უხმართა მონათათვის. ვინაითგან გვიხილნა უწყალოისა მტერისა მიერ დამონებულნი და დილეგთა გამოუხსნელთა შინა შეწყვდეულნი და არა უულებელს გვყვნაურჩებითა მისითა წარწყმედილნი. სიყვარულითა მით გარდამეტებულნი მომიძია ჩვენ, დამდაბლდა და მსგავს ჩვენდა იქმნა. არამედ არა მსგავს ჩვენდა მოკვდა ჩვენთვის, არამედ ვითარცა ერთი ცოდვილი და შეურაცხი, ჯვარსა დამოეკიდა. სიყვარულისა ჩვენისათვის გვაჩვენა ჩვენ თვალითა, ხოლო სიტყვითაცა გვასწავა, რომელი იტყვის პირითა იოანესითა: "უკეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, ამით ვსცნა, რათა იყვარებოდეთ ურთიერთარს".
|