სადა უცოდველი სიყვარული არს, მუნ ეშმაკისა მანქანება უხმარ იქმნების; სადა წმიდა სიყვარული არს, მუნ

სადა უცოდველი სიყვარული არს, მუნ ეშმაკისა მანქანება უხმარ იქმნების; სადა წმიდა სიყვარული არს, მუნ სატანას საცთური განქარდების; სადა პატიოსანი სიყვარული არს, მუნ ბელიერისა მზაკვრება ვერა დაადგრების; სადა სრული სიყვარული არს, მუნ ჯოჯოხეთისა სახელი აღიხოცების, არამედ ანგელოზთა ზეცისათა მოიცვიან, მთავარანგელოზთაგან მოიზღუდვიან, სერობინთაგან შეიჭურვიან, ქერობინთაგან შეითვისებიან, ზეციერნი განემზადებიან, სასუფეველი კარს განუღებს, სიყვარულის მქადაგებელნი მოციქულნი წინა მოეგებვიან, კაცთმოყვარებისათვის ჯვარცმულსა ქრისტეს თანა მიიყვანენ, სიყვარულისათვის ძისა დამკვლელისა მამასა სახიერსა ათაყვანებენ და წმიდათა თანა მოდასე ჰყოფენ.
    აწ, საყვარელნო, ღმრთისანო, შეუკრიბეთ თავთა თქვენთა სიყვარული არა სიტყვითა და ენითა, არამედ საქმითა და აღსრულებით, ვითარცა მოციქულნი სწერენ, და მოიგევით საუნჯე ესე პატიოსანი, რათა სიყვარულსა მას და მოყვასსა სიყვარულისა მოქმედისასა მიეახლნეთ და მის თანა იხარებდეთ უკუნისამდე.
 
თემატური კითხვები
0