ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
სიყვარული
სიყვარული მისას არ ეძიებს. ვინც მოყვასისადმი ჭეშმარიტ სიყვარულს განიცდის, ის საზოგადო კეთილდღეობაზე
სიყვარული მისას არ ეძიებს. ვინც მოყვასისადმი ჭეშმარიტ სიყვარულს განიცდის, ის საზოგადო კეთილდღეობაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე თავის პირადოვნულზე; იგი ჯანს და სიცოცხლეს თვისას არ ზოგავს, ოღონდაც კი მისი მოყვასი მშვიდობიანად ცხოვრობდეს, უშიშრად, საფთხეში არ ჩავარდეს და არ დაიღუპოს. ამრიგად, კეთილი მწყემსი სულს არ იზოგავს თვისას ცხოვართა მისთათვის; გმირი მხედარი სიცოცხლეს არ იშურავს სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის; კეთილმოსურნე უფროსი მუდამ იმაზე ფიქრობს და ზრუნავს, რომ როგორმე მის მორჩილთ საყოფაცხოვრებო მდგომარეობა გააუმჯობესოს.
|
|