ჰოი, დიდ არს სიყვარული და ყოვლისა სათნოებისა უაღრესი და ყოველთა მადლთა უდიდებულესი და ყოველთა

ჰოი, დიდ არს სიყვარული და ყოვლისა სათნოებისა უაღრესი და ყოველთა მადლთა უდიდებულესი და ყოველთა კეთილთა უკეთესი და ყოველთა პატიოსნებათა უწარჩინებულ!
    ვინაითგან ღმერთი არს სიყვარული, რაღა-მე გნებავსთ, სიყვარულისა მეძიებელნო? რომელმან მოიგოთ სიყვარული, ღმერთი მოგიგიეს და, რომელმან ჰპოოთ სიყვარული, ღმერთი გიპოვნიეს. სიყვარული სხვა არღარა რა არს, გარნა ძედ მაღლისად წოდებად. ნეტარ ხართ, რომელმან მოიგოთ ესე!
 
თემატური კითხვები
0