
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
წყარო:
ჩემი ცხოვრება ქრისტეში [გვ. 53]
თემა:
ადამიანი
ადამიანო, მიწიერ ცხოვრებაზე ოცნებით შეპყრობილო, აზრიც რომ არ გიჩნდება ზეციურ სოფელზე! დაფიქრდი, რაა
ადამიანო, მიწიერ ცხოვრებაზე ოცნებით შეპყრობილო, აზრიც რომ არ გიჩნდება ზეციურ სოფელზე! დაფიქრდი, რაა შენი დროებითი, მიწიერი ყოფა? მუდმივი შეშის კეთება (საჭმელს ვგულისხმობ) იმისთვის, რომ არ ჩაქრეს ჩვენი წარმავალი ცხოვრების ცეცხლი და არ დაიშრიტოს ჩვენი მოკვდავი გვამის სიცოცხლე, გამოკვებოს სხეული სხვა ცოცხალი ქმნილებებით, რომელთაც ჩვენს გამო ერთმევათ არსებობა. მართლაცდა, რა უბადრუკი ქსელივითაა დახლართული შენი სიცოცხლე, ადამიანო: ყოველდღე ორჯერ შეგაქვს მარაგი შიგნით, რომ განიმტკიცო სხეული (ვგულისხმობ ორჯერ ჭამა-სმას) სულს ყოველ ღამე გვამში ამწყვდევ და თითქოსდა ფანჯრის დარებები მიხურესო: იხურება ყველა გრძნობა სხეულში, რომ როგორმე არ იარსებონ გრძნობებმა სხეულის გარეშე, სხეულში იყოს ყოველთვის, სითბო და სიცოცხლე არ მოაკლონ მას. ობობას ქსელივითაა შენი ცხოვრება, რა უნდა ამ აბლაბუდის მოშლას?! დაიმდაბლე თავი, მოკრძალება იქონიე მარადიული ცხოვრების მიმართ!
|