სერეფთეს სიდონია დედაკაცმან გარდამეტა სტუმართმოყვარება და ქმნა საკვირველი მასპინძლობა, რაჟამს

სერეფთეს სიდონია დედაკაცმან გარდამეტა სტუმართმოყვარება და ქმნა საკვირველი მასპინძლობა, რაჟამს მივლინებული წინასწარმეტყველი ელია მივიდა მისსა გამოზრდად. პირველად იხილე სიმდაბლე წინასწარმეტყველისა, ვითარსა მკოდოვანსა დედაკაცსა და გლახაკსა ქვრივსა ესტურა და არა მეფეთა, არცა დიდებულთა სიყმილსა მას შინა, რომელთა აქვნდა სანოვაგე ფრიადი, არამედ სიმდაბლით ესტუმრა ქვრივსა გლახაკსა, რომელსა არცაღა შეშა აქვნდა, სხვა რამცა ჰქონოდა, და ჰკრებდა იგი ფირჩხთა. არამედ ამას გლახაკმან უფრორე საკვირველ-ყო მასპინძლობა თვისი, რომელ არ ძალუცთ მეფეთა და მთავართა ყოფა მისი, ვინაითგან სიყმილსა მას შინა აქვნდა მჭელი ერთი ფქვილი და რქითა მცირედი ზეთი, რომელი ამზადებდა მისთვის შეშათა, რათა შეაცხოს და შეჭამონ მან და შვილთა მისთა, და არღარა აქვნდა სასოება, რათა სხვა იშოა, გარნა სიყმილითა მოწყვედა. ოდეს სთხოვა წინასწარმეტყველმან საზრდო, არა პირველად შეაწუხა, არამედ სთხოვა წყალი, რომელი ადვილ საშოვარ არს ყოველთა კაცთა და, რა კეთილისა გულსმოდგინებით მირბიოდა მოღებად წყალთა, შესძინა წინასწარმეტყველმან და ხმა უყო უკანა მისა და სთხოვა პური. ხოლო მან არა ჰრიდა თავთა თვისთა, არცა შვილთა ჩჩვილთა მოწყვეტად, არამედ სტუმართმოყვარებისათვის ისწრაფა, შეუცხო პური და მოართვა ზეთი ესრეთ საყვარლად ისტუმრა ელია.
    დიდ არს ესრეთ სტუმართმოყვარება და შეუძლებელ, რომელი ქმნა ქვრივმან მან!
    და არღარა მოაკლდა სამ წელს სიყმილსა მას შინა ფქვილი ქვრივსა მას და არცა ზეთი, არამედ ზრდიდა უფალი სტუმართმოყვარებისა და უცხოთა გამოზრდისათვის.
    რაღაა უდიდესი ამისი სხვაღა სტუმართმოყვარებისთვის რომელ ქმნა ქვრივმან ამან?
 
6