სტუმართმოყვარე იყვენით ურთიერთარს თვინიერ დრტვინვისა, - იტყვის პეტრე, თავი მოციქულთა, პირევლის

"სტუმართმოყვარე იყვენით ურთიერთარს თვინიერ დრტვინვისა", - იტყვის პეტრე, თავი მოციქულთა, პირევლის კათოლიკის მეოთხესა მავსა შინა. კეთილ არს სტუმართმოყვარება და ღმრთისა ნეტარებითა შემსგავსებული, რამეთუ უცხოთ შეწყნარება სტუმართმოყვარებავე არს, რომლისათვის ეტყვის მაცხოვარი მათეს: "დღესა მას საშინელსა მოვედიტ, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი ცათა... რამეთუ უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე".
    ამისავე შემსგავსება არს სტუმართმოყვარება, ვინცა შეიწყნარა უცხო, და ორივ ერთ არს.
    სტუმართმოყვარე იყო აბრაჰამ და ოდეს ეწვინენ დიდნი იგი სტუმარნი, თვით თავადი აბრაჰამ სამროწლედ, და აღიქვა თავთა თვისთა ხბო და მოიყვანა დაკვლად, შეუმზადა სარა, ცოლმან მისმან, რომელთა ჰყვეს სამას ათვრამეტნი მონანი და მხევალნი და სხვანი. არცა ერთსა უბრძანეს მსახურება, არამედ თვით მათ თავადთა მსახურეს სტუმართა და ფერხნი დაბანნეს და დაუგეს ხბო და მგბარი.
    ჰეე, დიდი სიმდაბლე მასპინძლისა, რომელსა მონანი და მხევალნი ესხნეს და თვით მსახუროს სტუმართა სიყვარულისათვის ღმრთისა და მოყვარებისათვის სტუმართაისა მამად წოდებულმან ღმრთისაგან!
    იობ სტუმართმოყვარებისათვის შემზადნა შვიდნი სახლნი და შვიდნი ტაბლანი შვიდთა მათ დღეთა შვიდისა ძისა თვისისათვის და დღითიდღე იმასპინძლის თვითოსა ძესა სახლთა შინა და განსვენის სტუმართა და უცხოთა მისრულთა სახლსა მისთა, და მეორესა დღესაა შეწირონის ზვარაკნი ღმრთისათვის. უკეთუმცა ძეთა მისთა, ანუ სტუმართა მისთა ცოდეს რაიმე მას დღესა, მიტეოს ღმერთისამან, რამეთუ სერი დაუდგის და კვალად მსხვერპლი შეწირის ღმრთისა ცოდვისა ლხინებისა სტუმრისა მისთვის.
 
6