
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
წყარო:
ჩემი ცხოვრება ქრისტეში [გვ. 54]
თემა:
მცნებათა დაცვა
ცადეთ, ერთი დღე მაინც გაატაროთ ღვთის მცნებების აღსრულებაში და დაინახავთ, გული იგრძნობს, რა კარგია
ცადეთ, ერთი დღე მაინც გაატაროთ ღვთის მცნებების აღსრულებაში და დაინახავთ, გული იგრძნობს, რა კარგია ღვთის ნების მიყოლა (უფლის ნება კი ჩვენი სიცოცხლეა, ნეტარებაა მარადიული). შეიყვარეთ უფალი მთელი გულით, თუნდაც ისე, როგორც საკუთარი მშობლები და კეთილისმყოფელები გიყვართ, რამდენადაც შეძლოთ, დააფასეთ გამჩენის სიყვარული, მისი ქველმოქმედება, მოუხმეთ კეთილგონიერებას, გაახსენეთ გულს ყველაფერი: როგორ მოგანიჭათ არსებობა, ყველანაირი სიკეთე, რა უსასრულოდ ითმენს იგი ჩვენს უამრავ ცოდვებს, როგორ არ ილევა მისი სულგრძელება, რა მოუწყინებლად გვეძლევა ცოდვების შენდობა გულწრფელი სინანულის გამო, მისი მხოლოდშობილი ძის ჯვარზე ვნებითა და სიკვდილის ძალით რა ნეტარებები გველის მარადიულ სოფელში, თუკი მის ერთგულებას შევძლებთ, რომელსაც თვლა არა აქვს, რომელიც მართლაც გასაოცრად დიდებულია, აურაცხელია. შემდეგ, შეიყვარეთ ყველა, როგორც საკუთარი თავი გიყვართ, რაც თქვენთვის არ გინდათ, იმას სხვასაც ნუ უსურვებთ, რისი დანახვაც არ გსურთ საკუთარ თავში, იმას სხვა ადამიანშიც ნუ გამოეკიდებით, სხვებისგან მოყენებულ წყენასა და ზიანს ნუ გაიჩერებ მეხსიერებაში, აკი გსიამოვნებთ, როცა თქვენს მიერ ჩადენილ უკეთურებას მალე ივიწყებთ, ნუ მისცემთ თავს უფლებას, ცუდი იფიქროთ სხვებზე, ან დაადანაშაულოთ რამეში, ყველაზე, როგორც საკუთერ თავზე, კარგი წარმოდგენისა იყავით, საერთოდ კი, თუკი აშკარად ხედავთ, რომ მავანი თქვენი არაკეთილმოსურნეა, ზუსტად ისე იზრუნეთ მისთვის, როგორც საკუთარი თავისთვის ირჯებით. ამდენს თუ ვერ შეძლებთ, იმას მაინც ნუ შეამთხვევთ კაცს, რასაც საკუთერი თავისთვის არ ისურვებდით და ნახავთ რა სიმშვიდე და ნეტარება მოეფინოს გულს: სამოთხეში მისვლამდე შეხვალთ სამოთხეში, ზეციურ სამოთხემდე, მიწის სამოთხეს დაიმკვიდრებთ. "სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს" (ლუკ.17,21).
|