არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ბიბლიაში წერია: ყველას ნუ შემოუშვებ შენს სახლში. ტელევიზორმა კი მოარღვია ჩვენი სახლის კარი. ჩვენთან

ბიბლიაში წერია: "ყველას ნუ შემოუშვებ შენს სახლში". ტელევიზორმა კი მოარღვია ჩვენი სახლის კარი. ჩვენთან მოდის და ჩვენგან მიდის სახლის ბრბო, გადამთიელნი ყველა პლანეტიდან, ფანტაზიორების მიერ შექმნილი მოჩვენებანი; მოდიან უკითხავად, დაკაკუნების გარეშე; არ კითხულობენ, ვინ არის სტუმარი და ვინ მასპინძელი; მოდიან კოვბოები და განგსტერები; მოდის ხალხი, რომელთანაც სურვილიც კი არ გვაქვს, რაიმე საერთო გვქონდეს. სახლი გასასვლელ ეზოდ, გზაჯვარედინად იქცა. ამგვარად, ტელევიზორმა წაგვართვა საკუთარი სახლი.
 
0