ვინმე იტყვის: მე არასოდეს ვედევნები ჩემგან ქრისტეს, ჩემს განმანათლებელს და უპატიურად არ ვეპყრობი

ვინმე იტყვის: მე არასოდეს ვედევნები ჩემგან ქრისტეს, ჩემს განმანათლებელს და უპატიურად არ ვეპყრობი მას. მაგრამ შენ არ ხარ მართალი, შენ მას დევნი შენი მოყვასის სახით, და აწბილებთ თავისი თავის სახით, და აი როგორ: ყოველივეს, რასაც შენ შენს მოყვასს უკეთებ, კეთილს თუ ბოროტს, ყოველივე იმას თვით უფალს უკეთებ, როგორც თვით ის გვასწავლის სახარებაში: რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ (მათ. 25, 40). აწბილებ ქრისტეს თავისი თავის სახით, როგორ? გავიხსენოთ მოციქულის მიწერილი კორინთელთა მიმართ: არ იცით თქვენ, რომ სხეული თქვენი ასონია ქრისტესი. ასონი თქვენნი არ არიან თქვენი, არამედ ქრისტესი მიტომ, რომ მის მიერ ხართ შექმნილი, განცხოველებული, მისი წმიდა სისხლით გამოსყიდული და ვინც ბიწიერი საქმით შეაგინებს, გინა წაბილწავს თავის ასოებს, იმდენად აწბილებს, უპატიურად ეპყრობა იგი თვისთავის სახით ქრისტეს მივანდობ თითოეული თქვენგანის წრფელ სინდისს, რათა იმსჯელოს თავის მოქმედებათა შესახებ. ამრიგად, დიდი ბოროტებაა ღვთისაგან განშორება, ღვთის დავიწყება. მას ყოველთვის უნდა უყურებდე შენს წინაშე, და არ ედევნებოდე შენგან. უფალო იესო ქრისტე, გვიხსენ ჩვენ ასეთი ბოროტისაგან. ამინ.
 
0