
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
წყარო:
ჩემი ცხოვრება ქრისტეში [გვ. 62]
თემა:
ეშმაკი დემონი
უფალს სათნოდ უჩნს, ამჩნევდეს კაცი, როგორ მოქმედებს ღმერთი გულზე და დასანახს ხდის მისთვის, რომ
უფალს სათნოდ უჩნს, ამჩნევდეს კაცი, როგორ მოქმედებს ღმერთი გულზე და დასანახს ხდის მისთვის, რომ გამჩენი ნათელია და ჭეშმარიტება, ბოროტი კი ცრუა და ბნელი, ამიტომაც, ცდას არ აკლებს, შეუმჩნეველი დარჩეს; ბნელი სინათლეს ვერ უჩერდება, გამოააშკარავებისა ეშინია. ეშმაკი მხოლოდ ტყუილითა და სიცრუითაა ძლიერი, ამხილე მისი სიცრუე, სინათლეზე გამოიყვანე, გაქრება ნათელის შუქზე. ტყუილით ითრევს ბოროტი ადამიანებს ვნებებში, ტყუილით აშინებს მათ, არ აძლევს იმის საშველს, საგნები ნამდვილი სახით აღიქვან. ეშმაკის საბურველი საკმაოდ ბევრს აქვს გადაკრული თვალებზე.
|