
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა:
მრისხანება
არ შეგაშფოთოს შენში აღრიალებულმა მრისხანებამ, რომელიც ძალსაა, მწარე სიტყვებად გამოსკდეს, პირიქით,
არ შეგაშფოთოს შენში აღრიალებულმა მრისხანებამ, რომელიც ძალსაა, მწარე სიტყვებად გამოსკდეს, პირიქით, უბრძანე, ხმა გაიკმინდოს, გაისუსოს. არადა, თუ მიეჩვევი მის "მორჩილებას", შენი ენიდან შხამის ნთხევა, გაჯობებს. კაშხალში დაგუბებულმა წყალმა, თუ ნახა გასასვლელი, მიწის გადარეცხვას, გაჟონვას იწყებს, თუ დროით არ მივაშველეთ და არ დავაგუბეთ, ჩვენი უნიათობა-უზრუნველობის გამო, იმატებს ხშირ-ხშირი წყლის გარღვევები, უფრო და უფრო მოიკრებს იგი ძალას და ბოლოს ძალიან ძნელი, ან იქნებ შეუძლებელიც კი გახდეს, დააგუბო, შეაჩერო წყალი. ასევეა ადამიანის გულში დამალული მრისხანება: მივცემთ გასაქანს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და უფრო და უფრო მოძლიერდება, მეტად და მეტად გამოსკდება და ბოლოს იქნება ისე მოვარდეს, რომ დატბოროს კიდეც კაშხალი. იცოდე, სულში მრისხანების წყალი გვაქვს ჩამდგარი, აკი ამბობს მეფსალმუნე: "მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე" (ფს.68,2)
|