
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ათასი კითხვა დედა-ეკლესიას [გვ. 97]
390. რა არის სიკვდილი? - წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
390. რა არის სიკვდილი? - წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
სიკვდილი, ანუ გარდაცვალება, მხოლოდ ამქვეყნიურ მოქმედებას და ხორციელ ცხოვრებას ამთავრებს, ანუ სპობს. სიკვდილი არის გარდაცვალება, ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელი ცხოვრებისა სხვა უმჯობეს ცხოვრებად. კვდება ჩვენი ეს მძიმე სხეული. მიწა მიწას მიეცემა, მაგრამ ის შინაგანი გაცოცხლებული სული სიკვდილს არ დაემონება.
|