
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: ზიარება
ღმერთს შეეძლო მთელი ქვეყანა, ცა და მიწა - საკუთარ სხეულად შეექმნა, ან არ დაებადა სოფელი და მის ნაცვლად თავისთვის სხეული აეგო, მაგრამ მხოლოდ შენს გამო. შენ რომ გიხსნა, კეთილი ინება, შენი სხეულის მსგავსი შეიმოსა. გამჩენმა არაფრისაგან შექმნა ქვეყანა, თავისი სხეულიც ამ სოფლის მცირედი ნაწილისაგან შეიქმნა, რათა განგაცხოველოს. ამ სოფელს, იმავ დროს, ისევ ისეთ სახეს უნარჩუნებს, როგორადაც დასაწყისში შეიქმნა. ჰოი, უფალო, მოწყალეო და კეთილო - ჩვენ "...ასონი ვართ გუამისა მისისანი, ხორცთა მისთაგანი და ძუალთა მისთაგანნი" (ეფ.5,30) - რაკიღა მის ცხოველსმყოფელ საიდუმლოს ვეზიარებით.