
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
წმინდა წერილი გაცილებით ნათლად და სწორად ლაპარაკობს ამ სოფელზე, ვიდრე თავად სოფელი და მასში არსებული
წმინდა წერილი გაცილებით ნათლად და სწორად ლაპარაკობს ამ სოფელზე, ვიდრე თავად სოფელი და მასში არსებული ამა, თუ იმ ქანების ესა, თუ ის განლაგება. ნაწერი ბუნებისა, ბუნებაშივეა ჩამარხული, უსულო გვამივითაა, კონკრეტულსა და ერთს, სრულს, არ ამბობს და "სადა იყავ რაჟამს დავაფუძვნებდი მე ქვეყანასა? მითხარ მე, უკუეთუ იცი გულისხმისყოფაი" (იობ.38,4) - მართლაც, განა კი ახლდი შენ ღმერთს თან, როცა იგი მსოფლიოს ქმნიდა? "ვინ ცნა გონებაი უფლისაი, ანუ ვინ თანამზრახველ ეყო?" (ისაია.40,13.) გეოლოგებს, თავი მოგწონთ, აქაოდა, ქანების განლაგებაში ღვთის მოქმედებას მივაკვლიეთო და წმინდა წერილის, დაბადების წიგნის გამრუდებას ლამობთ. მაგრამ თქვენ აკი უფრო მიწის ქანების, მკვდარი ასოების, უსულო თიხისა გჯერათ, ვიდრე წინასწარმეტყველის, ღვთისმმხილველი მოსეს სულითაღვსებული სიტყვებისა.
|