ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
წყარო:
ათასი კითხვა დედა-ეკლესიას [გვ. 197]
თემა:
სიმშვიდე
735. როგორ შეიძლება სიმშვიდის მოპოვება?
735. როგორ შეიძლება სიმშვიდის მოპოვება?
ყველას სურს, სიმშვიდე რომ გააჩნდეს, მაგრამ არ იცის, როგორ მოიპოვოს იგი. ერთხელ პაისი დიდი გაღიზიანებამ შეიპყრო და ღმერთს შეევედრა, რომ გამოეხსნა იგი ამ ცოდვისაგან. მას უფალი გამოეცხადა და უთხრა: „პაისი, თუკი გსურს, რომ არ გაღიზიანდე, არაფერი ისურვო, არავინ განიკითხო, ნურავის ნუ მოიძულებ და გაღიზიანება აღარ შეგიპყრობს“. ამგვარად, ყოველ ადამიანს, რომელიც უარყოფს საკუთარ ნებას ღვთისა და ადამიანთა წინაშე, მუდამ ექნება სულიერი სიმშვიდე, ხოლო ვისაც საკუთარი ნების აღსრულება უყვარს, იგი ვერასოდეს იქნება მშვიდი.
|
|