
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: სხეული
ყველა ღვთისმსახური ქრისტიანის ხელთუქმნელ ტაძარში, სხეულში, არის შუქი გონიერი და ეს შუქი გონიერი მზისგან - ღვთისგანაა, რომელიც ისეთივე დასანახია ამსოფლად, როგორც სული სხეულში. ვამჩნევ ხოლმე, როგორ შემოდის და ანათებს გონიერი მზე, ღმერთი ჩემს სულს: მაშინვე სიმსუბუქე, სიამე, სინათლე სახლდება, მისი განშორებისთანავე წყვდიადი, გაჭირვება დგება სულში და როგორც ხილულ სამყაროში მიზეზი ყველანაირი სიბნელისა მზის ჩასვლა-მიფარებაა, სულიერ სამყაროშიც, წყვდიადი, გონიერი მზისგან დაცილების შედეგია, ამიტომ იფარება სული წყეული სიბნელით. ხილულ სამყაროში ყოველთვის, მზის ჩასვლის შემდეგაც კი რჩება ნათელის იოტი მაინც, იმიტომ რომ მზე დიდია მიწაზე და სულებშიაც ყოველთვის რჩება ნაწილი გონიერი მზის შუქისა, რადგანაც ღვთის სუფევა დგას ყველგან, მის ძალასთან ახლოს ვერ მოდის უსუსურება წყვდიადის მეუფისა, რომელიც ღვთის მიშვების გარეშე, ვერ დააბნელებს სულს მთლიანად. მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია, რომ მთლიანად არ დაგეუფლოს ბოროტი, როგორც ბრძანებს მაცხოვარი (იოანე.12,35)