
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: ლოცვა
უგულო, უსიამო ლოცვა ფარისევლობას, არაგულწრფელობას ავითარებს და ადამიანი, უსარგებლო ხდება ყველა იმ საქმისათვის, რომელსაც ფიქრი ჭირდება, იმჩვარება კაცი, ეშვება, თავის მოვალეობასაც კი ვერ ასრულებს. ამ ნათქვამმა, ყველა ვინც ასე ლოცულობს უნდა დააფიქროს, რომ გამოასწორონ საკუთარი ლოცვა. გულით, ხალისით, შემართებით უნდა ილოცოს კაცმა. მხოლოდ დარდმა და გაჭირვებამ კი არ უნდა გაიძულოს ლოცვა, ილოცე ღვთის წინაშე, რადგანაც: "მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა" (2კორ.9,7)