image
თუკი ადამიანს, სუსტს, მსწრაფლწარმავალს, მომაკვდავს, დიდი საოცარი საქმეების კეთება შეუძლია მინიჭებული ძალებისა და უნარიანობის გამო, თუკი ერთი კაცის სიტყვას მილიონი ექვემდებარება, მაშინ რა იქნება ისეთი, ვერ შეძლოს, ვერ დაიმორჩილოს ყოვლისმიზეზმა ღმერთმა? გაიხსენეთ ასისთავი, მეო ამბობს: "კაცი ვარ ხელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ერისა კაცნი და ვარქვი: წარვედ! და წარვიდის; და მოვედ! და მოვიდის! და მონასა ჩემსა: ყავ ესე და ყვის." (ლუკ.7,8) და თუკი ცხოველსაც კი, ჩვენს ფეხქვეშმოქცეულს, სუსტს, უბადრუკს, იმგვარი საოცრებების უნარი შესწევს, კაცსაც შეშურდეს, ისეთი რა უნდა იყოს, ყოვლისგამჩენს (ვინც ყველა უხვად დააჯილდოვა მრავალნაირი ხელოვნების ნიჭითა და ძალით), წინ დაუდგეს. თვით უსულო ბალახიც კი: "თივაი იგი ველისაი, რომელი დღესა არს და ხვალე თორნესა შინა შთაეგზნეს, (მთ.6,30) - გამჩენის ერთი სიტყვით აღმოაცენებს საოცარი ფორმის უნაზეს ყვავილებს, თუკი ასე ნათელია და თვალსაჩინო, რომ ყველა საგანი ემორჩილება მის სიტყვას, დაუსრულებლას იცვლის სახეს, მისი ერთი წამის ყოფით (მხოლოს და მხოლოდ 5 სტიქიის საშუალებით), მაშ ვინ იქნება ისეთი, არ იკმაროს თვალწინდადებული, ამ ყველაფერს უყურებდეს და კიდევ სხვა მოწმობები მოითხოვოს, დამბადებელის ყოვლისშემძლეობის დასამტკიცებლად? საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო! ყოველ წამს, ყოველი ფეხის ნაბიჯზე! სავსეა ცა და ქვეყანა შენი სიბრძნის დიდებით, დიდება სიკეთეს შენსას, დიდება ყოვლადძლიერებას შენსას! შენ არა მარტო ბრძენთაბრძენი შემოქმედი ხარ, არა მარტო საკუთარი სიბრძნის გამოვლინებებით იფარგლები, არამედ შენს გამოჩენილთაც ანიჭებ შემოქმედების უნარს და ისინიც, შენგან მიღებული სიტყვის ძალით, ქმნიან საგნებს საოცარს, სასარგებლოს! ჰოი, უფალო, რა დიდადმშვენიერებაი შეიმოსე! როგორ დავიკნინეთ ბუნება ცოდვებით და მაინც რა ძვირფასები და პატივდებულები ვართ ღვთის წინაშე! ღმერთმა თავისი ძე არ დაინანა, ჩვენი ხორცით შემოსა, მთლიანი ბუნება მისცა, ჩვენდა საცხოვნებლად. სამყაროს შექმისთანავე გაგვიმზადა მარადიული სამყოფელი. ჩვენი მოქცევისას, ხარობენ კეთილი ანგელოზები და ჩვენ როგორ ვირჯებით? აინუშშიაც კი არ მოგვდის ეს ყოველივე, უფრო და უფრო ვეცემით, სულს ვიღუპავთ, ვნებები, გატაცებები არ გვეთმობა. რა საცოდავი, რა გულისმომკვლელია იმ კაცის ყურება, ვინც ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა, კიდევ უარესი, თუ ეს მავანი ქრისტიანია, ანუ სწორედ ის პიროვნებაა ვისაც, ეს მაღალი წოდება მიეცა, პატივი ერგო და კეთილი იქმნა ღვთისაგან.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები