გლახაკთა და მშიერთა უხვად განუყავ პური შენი; რადგან შენ ქრისტესგან პური (ესე იგი უხრწნელი ხოცი მისი)

გლახაკთა და მშიერთა უხვად განუყავ პური შენი; რადგან შენ ქრისტესგან პური (ესე იგი უხრწნელი ხოცი მისი) არ მიიღე, მას მიეც შენი პური, მშიერი ქრისტე გთხოვს; შენ ისგან არ მიიღე, ის შენგან კი მიიღებს, შენ უმადლო ხარ და არა მადლობთ და ის მცირის პურისათვის წინაშე ანგელოზთა და კაცთა მადლობის ხმას გასცემს: "მშიოდა და მეცით მე ჭამადი". არათუ მარტო ამას გიბრძანებს - გამოუთქმელის სიხაულისა მიმართ მიგიწოდს და გიბრძანებს: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემიანო, და დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი!" ამას მადლობია ხმასა გიბრძანებსთ. გონიერებით მიხედე მცირედის პურისათვის რა გამოუთქმელი ნიჭი გეძლევა!
 
3