ესეც რომ ითქვა: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის. ყველამ

ესეც რომ ითქვა: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის.
    ყველამ გაიღოს გულის კარნახით, არა მწუხარებითა და ძალდატანებით, რადგან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.
    ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რადგან ყოველთვის ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ, და ამრიგად, ამრავლოთ ყოველი კეთილი საქმე.
    როგორც დაწერილია: გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე მისი წარუვალია უკუნისამდე.
    ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს, და პურს საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს.
    რათა ყველაფრით მდიდარნი იყოთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, რომელიც შეიქმს მადლიერებას ჩვენს მიერ ღმერთის მიმართ.
 
0