ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
ღმრთისმშობელი
რაჟამს ანგელოსებმა იხილეს ტაძრად მიყვანება ყოვლად წმიდა ღვთისმშობელისა, განკვირდნენ. ვიკითხოთ, რა
"რაჟამს ანგელოსებმა იხილეს ტაძრად მიყვანება ყოვლად წმიდა ღვთისმშობელისა, განკვირდნენ". ვიკითხოთ, რა აკვირვებდათ ამ შემთხვევაში ანგელოსებს? ის, რომ ქალწული მარიამი ბავშვობიდანვე იქნა ტაძრად სულისა წმიდისა, და ღირსი, რომ არჩეულ ყოფილიყო, სულითა და ხორცით მისი სიწმინდის გამო საყოფელსა ღვთისასა, თუ ის, რომ თვით მან საჭიროდ დაინახა დიდი ხნით ტაძარში დარჩენა, იმ ასაკამდერომლის შემდგომ უკვე მისი და საერთოდ ღვთის საჩუქრად ტაძარში მიყვანილ ქალწულების დატოვების უფლება მღვდელმთავრებს არ ჰქონდათ. ანგელოსები განკვირდნენ, ნათქვამია, როდესაც დაინახეს ტაძრად მიყვანება ქალწულისა. ჩვენ კი როგორ მოვიქცეთ? ჩვენ გაკვირვება კი არ უნდა გამოვთქვათ მარტო, არამედ მივბაძოთ უნდა მას ხშირი სიარულით ქრისტიანულ ტაძრებში. მართლაც საყვარელნო, თუ იმისათვის, ვინც ბავშვობიდანვე თვით იყო ტაძარი სული წმიდისა, თუ მისი სრულყოფისატვის საჭირო იყო ხანგრძლივი ტაძრად დაყოფა, მაშინ ჩვენთვის, რომელნიც გარემოცულნი ვართესოდენი განსაცდელით, საფრთხით, შიშით, და საერთოდ სუსტნი და უღონონი ვართ სულიერად, ჩვენთვის ღვთის ტაძარში სიარული უნდა შეადგენდეს ერთ უმთავრეს საშუალებას ჩვენი განწმენდისათვის ბოროტი ცოდვებისაგან
|