ჩვენთვის ეს დღე განსაკუთრებით საზეიმო და სასიხარულო იმიტომაა, რომ დაბადება ქალისა წმიდანების იოაკიმე

ჩვენთვის ეს დღე განსაკუთრებით საზეიმო და სასიხარულო იმიტომაა, რომ დაბადება ქალისა წმიდანების იოაკიმე და ანასგან იგივე ღვთივრჩეული ქალწულის დაბადე არის, რომელმაც თანახმად ისაიას წინასწარმეტყველებისა, უთესლოდ მუცლად-იღო სული წმიდისაგან და შობა შვილი ემანუელი, ანუ მხსნელი კაცობრიობისა წყევისა და საუკუნო სიკვდილისაგან; დაბადება ქალწული მარიამისა არიმ მოვლენა იაკობის მიერ ნახული კიბისა, რომელიც აერთებდა ცასა და ქვეყანას. მოკლედ რომ ვთქვათ, დაბადება ყოვლად წმიდა ქალწული მარიამისა ჩვენთვის არის დასაწყიი ყველა ღვთის აღთქმის განხორციელებისა, რომლითაც არსებობდა და ნუგეშობდა კაცობრიობა რამდენიმე ათასეული წლის განვამვლობაში; დაბადება ქალწული მარიამისა არის ქვეყნისატვის იმ საიდუმლოები გამოცხადება, რომელიც ღვთისგან იყო განმზადებული ადამიანთა საცხოვნებლად.
 
0