არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

არა მოიღო სახელი ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. ხშირად საჭიროების გარეშე, ამაოდ ახსენებენ ღვთის სახელს.

"არა მოიღო სახელი ღვთისა შენისა ამაოსა ზედა". ხშირად საჭიროების გარეშე, ამაოდ ახსენებენ ღვთის სახელს. ღვთის სახელის ხსენებას დიდი გაფრთხილება და შიში სჭირდება! ღვთის სახელს როცა ახსენებ, ფეხზე უნდა წამოდგე და პირჯვარი გამოისახო. ღვთის საელის ხსენაბა მხოლოდ ლოცვისა და და სწავლების დროს შეგიძლია შიშითა და სიყვარულითა, დანარჩენ დროს კი, არანეკლები კრძალვა უნდა გქონდეს. ან კი, ვინ იცის, ღვთის სახელი რა არის?! ღმერთი ნიშნავს ღრმა-ერთს და მიუწვდომელს. ადგილის მიხედვით ყველაფერი ღმერთშია, ბუნების მიხედვით კი ყველაფერი ღმერთის გარეთაა. გინდათ ღმერთი დაგანახოთ? ჯერ თქვენ ჰაერი დამანახეთ და მე გიჩვენებთ ღმერთს.
    ღმერთი უსასრულოა. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! თვითონ ღმერთმა ხომ იცის რამხელაა? - ამიტომაც არის ჩვენთვის დაფარული.
    უფალს შვიდი "თვალი" აქვს და თითო თვალი ათასჯერ აღემატება მზეს. უფალს მრავალნაირად მიმართავენ. მამა ხომ ღმერთის სახელია, როცა ამ სახელს ამბობ, დიდი შიშით და სიყვარულით უნდა წარმოთქვა და თუ არ შეგიძლია, არ თქვა! - ღმერთი არის უსაზღვრო სიყვარული - თვით სივარულზე მეტია იგი.
 
თემატური კითხვები
0