
ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
დიახ, უფლის ყოველი სიტყვა არის ნიშანი ღვთისაგან. უფალი ამაღლდა ზეცად, მაგრამ ჩვენ საკუთარი თავი
დიახ, უფლის ყოველი სიტყვა არის ნიშანი ღვთისაგან. უფალი ამაღლდა ზეცად, მაგრამ ჩვენ საკუთარი თავი დაგვიტოვა ეკლესიაში წმიდა ზიარების სახით. მან დაგვიტოვა საკუთარი სიტყვა წმიდა წერილის სახით. ამ ყოველივეს მიერ, მადლის მიერ, ანუ წმიდა ზიარების და სიტყვის მიერ, რომელიც ასევე მომნიჭებელი მადლისა, იგი ნიშანს გვაძლევს ყოველთვის, რომ ის ჩვენთან არის. ჭეშმარიტად ის არის საფუძველი მრავლის აღდგინებისა და მრავლის დაცემისა. რას ნიშნავს ეს? ეს ეხება არამარტო ისრაელს, ძველს, არამედ ახალ ისრაელს, ანუ საქრისტიანოს, ყოველ ქრისტიანს, მათ შორის ჩვენს ერს - საქართველოს.
|