წმ. ილია მართალი
თემა: ღმერთი

იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელი საძირკველი თვალი

იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელი საძირკველი "თვალი თვალი წილ" და და ამის მაგირ შთაუდგა "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" და ამაზედ ხელახლა დაადგინა დასარღვევად განმზადებული ქვეყანა, ვითარცა კლდეზედ, რომელსაც ვერც ჟამი და ვერც დრო ვერ შეჰმუსრავს და შეარყევს. ამ კლდეს ზედ დაანთხია მას თვისი ღვთაებრიი სისხლი და ზედ გადაატეხა თავისი უბიწო ხორცი. კაცთ-მოყვარე ძე კაცისა, ქვეყნის ხსნად მოვლინებული, კაცმავე ჯვარს აცვა და ჯვარცმული მაინც ჯვარმცმელთათვის ჰღაღადებდა ღვთისა მიმართ: ღმერთო, შეუნდევ, რამეთუ არა უწყიან რას იქმან! აი, რა სულგრძელი, რა კაცთმოყვარე ღმერთი იშვა დღეს და ამას სამართლიანად ჰხარობს და დღესასწაულობს მთელი ქრისტიანობა.
 
თემატური კითხვები
0