
ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა:
ერი
ადამიანი და ნამეტნავად ერი არა მარტო პურითა ერთითა ცოცხალ არს. მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ
ადამიანი და ნამეტნავად ერი არა მარტო „პურითა ერთითა ცოცხალ არს“. მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტის ჭიდილის გზაზე, მაგრამ უმადლოთაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა ორის დიდის ტოტისა: ერთს რომ ხორცისათვის მოაქვს საზრდო, მეორეს სულისათვის. თუ ან ერთი დაშრა, ან მეორე, –გვამი ერისა მკვდარია, ვითარცა უსულოდ ხორცი და უხორცოდ სული, სააქაოსათვის მაინცა. ამიტომაც, ვინცა ჰჩივის და ჰღაღადებს სახორციელო პურისათვის, ის ამდენადვე, თუ არ მეტად, უნდა იღწვოდეს სასულიერო პურისათვისაც. ადამიანი, თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური სჭამოს, არამედ პურსა სჭამს იმიტომ, რომ კაცურ–კაცურად იცხოვროს და აცხოვროს თავის შთამომავალი.
|