თემა: ადამიანი

ადამიანი იმისთვის კი არაა მოწოდებული, რომ იყოს მხოლოდ ერთ–ერთი ცოცხალი ქმნილებათაგანი, თუნდაც

ადამიანი იმისთვის კი არაა მოწოდებული, რომ იყოს მხოლოდ ერთ–ერთი ცოცხალი ქმნილებათაგანი, თუნდაც ყველაზე მშვენიერი. ადამიანი მოწოდებულია ღმერთთან ურთიერთობით, ღმერთთან შეერთებით ისე გარდაქმნას თავისი ქმნილი ბუნება, რომ მთელი ღვთიური ცხოვრება შევიდეს მასში, რათა ღვთიური ბუნების თანამონაწილე გახდეს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიყოთ იმ სამყაროს წინამძღოლნი, რომელიც ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ როგორც მოციქული პეტრეს სიტყვებშია, ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში, ე.ი. ჩვენ გვევალება ყოველგვარი ქმნილება ღმერთთან მივიყვანოთ, ჩვენი ქმნილი შემოქმედებით შევაერთოთ ყველა ქმნილება, ღმერთის მთელი შემოქმედება ისე, რომ ყველაფერი ღმერთით განიმსჭვალოს, ყოველივე მარადისობით გაბრწყინდეს.
 
თემატური კითხვები
0