
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა:
სული
ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება, რომელთაც თავიანთი საჭიროებანი და მოთხოვნილებანი აქვთ. მაგრამ
ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება, რომელთაც თავიანთი საჭიროებანი და მოთხოვნილებანი აქვთ. მაგრამ უკვდავი სული სხეულზე ძვირფასი იმდენადაა, რამდენადაც ზეცაა მაღალი მიწაზე და მიწიერ ცხოვრებაზე დიდია მარადისობა. ამქვეყნად ყოფნისათვის რამდენიმე ათეული წელი გვაქვს მოცემული. თუმცა ამ დროის დიდ ნაწილს სხეულებრივი საჭიროებებისათვის ვხარჯავთ და ამიტომ გამუდმებით ვიპარავთ იმას, რაც სულს ეკუთვნის. ჩვენ მარადიული ცხოვრებისთვის ვართ შექმნილნი, მაგრამ ქვეყნიურ საზრუნავში, მის მკვდარ სიცარიელეში ჩაძირულები, საკუთარ თავს მარადიოსობას ვტაცებთ.
|