
ავტორი:
წმ. გრიგოლ ნოსელი
თემა:
ადამიანი
ადამიანს, რომელსაც ღმერთმა არსებობა მიანიჭა იმისთვის, რომ საღმრთო სიკეთეებით დამტკბარიყო, თავის
ადამიანს, რომელსაც ღმერთმა არსებობა მიანიჭა იმისთვის, რომ საღმრთო სიკეთეებით დამტკბარიყო, თავის ბუნებაში უსათუოდ უნდა ჰქონოდა სწორედ იმის მონათესავე რამ, რისიც იგი თანაზიარია. ამიტომაც არის იგი შემკული სიცოცხლითაც, სიტყვითაც, სიბრძნითაც და ყველა სხვა ღმრთივშვენიერი სიკეთითაც, რათა თითოეული ამ საღმრთო ნიჭის მიზეზით მუდმივი მისწრაფება ჰქონოდა ამ მონათესავესადმი – ანუ ღმერთისადმი... ეს არის ის, რაც მრავლისმომცველმა შექმნათა წიგნმა გამოხატა ერთი გამოთქმით, კერძოდ კი იმით, რომ ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსად შეიქმნა.
|