უნდა გვიყვარდეს ჩვენ ღმერთი? ა) ჯერ ერთი მიტომ, რომ იგი ყველა არსებაზე უფრო მაღლა დგას, ყველაფერზე

უნდა გვიყვარდეს ჩვენ ღმერთი? ა) ჯერ ერთი მიტომ, რომ იგი ყველა არსებაზე უფრო მაღლა დგას, ყველაფერზე უკეთესია, როგორი ქვეყნის შემოქმედი და მას შინა დბადებულის გამჩენი. ბ) მეორე, ღმერთი მიტომ უნდა გვიყვარდეს, რომ იგი საუკუნო უსასრულოა, უცვალებელია, ყოველგან მყოფია; ყოველივე დანარჩენი კი რაც ცათა შინა და ქვეყანაზეა, ზოგი ქრება, ზოგი კვდება, ზოგიც იცვლება. ჩვენი სული და გული მხოლოდ მაშინ არის დამშვიდებული, როდესაც ჩვენ თავისთავს მივანდობთ უცვალებელ და ცხოველმყოფელ ღვთის ნებას. გ) მესამე, ადამიანის სული და გული იმ თვისებისაა, რომ ისინი თავდადებას იჩენენ, ცდილობენ ასიამოვნონ და ემსგავსნონ იმ არსებას, რომელიც შეიყვარეს. თუ ღმერთს მთელი სულით შეიყვარებ, მაშინ შენი სული გაბრწყინდება და ღმერთს იხილავს, და თუ გულით შეიყვარებ, მაშინ იგი აღივსება მადლითა ღვთისათა, ნეტარი სიკეთით და კაცთმოყვარებით. დ) შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი, არავინ თავის თავს არ შეურაცხყოფს, ზიანს არ მიაყენებს, თითოეული ჩვენგანი ცდილობს საკუთარი თავის სიკეთეზე, კეთილდღეობაზე, სარგებლობაზე. მაშასადამე, მსგავსად იმისა უნდა ვიქცეოდეთ მოყვასისადმი მიმართებითაც: არაფერი სხვისი არ უნდა მიითვისო, არავინ არ მოატყუო, არ დაწყევლო, არ შეაცდინო, არ შეაგონო, არამედ ეცადე უნდო, რამდენადაც შესაძლებელია, რომ დახმარება გაუწიო გაჭირვებაში მყოფს: ანუგეშო, დაარიგო და მისცე კეთილი რჩევა-დარიგების მაგალითი სიტყვით. ჩვენ საერთოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისადმი და მოყვასისადმი სიყვარულით განიზომება ჩვენი სულიერი ღირსება. რაზომ შენ ღმერთი და მოყვასი გიყვარს, იმზომ ხარ შენაც ქრისტეანი. მაშ ასე, საყვარელნო, დაე, გარდააქციოს უფალმან ყოვლადძლიერი მისი მადლით ჩვენი გაქვავებული გული, რომ იგი ყოფილიყოს მუდამ აღსავსე ღვთისა და მოყვასისადმი ცხოველი და მოქმედი სიყვარიულით. ამინ.
 
თემატური კითხვები
0