უფალსა და მარადიულ ჩვენს მეუფეს, რომლის ქალაქსაც ჩვენ (მისი მიმდევრები) შევადგენთ, ჩვენთან მოსვლა

უფალსა და მარადიულ ჩვენს მეუფეს, რომლის ქალაქსაც ჩვენ (მისი მიმდევრები) შევადგენთ, ჩვენთან მოსვლა უნდა, ამიტომ ჩვენც უნდა განუმზადოთ მას ალაგი წრფელი, რადგან ბევრია ჩვენში უფლის მოსვლისათვის დამაბრკოლებელი მიზეზი. არის სივიწროვე, ანუ ჩვენი სინიდისის შემავიწროებელი მიდრეკილებანი; არის ბორცები, ანუ ამაყი აზრები, სიტყვები და ქმედებანი; არის ვარდნილები, ანუ ურჩი, უხერხული ჯიუტობანი, და რაც უმთავრესია, არ აქვს ჩვენს გულს ისეთი ჭიშკარი, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა უფლის თავისუფლად შიგ შემოსვლა, ვინაიდან, სადაც ჭიშკარი იყო, იქ ჩვენ ყორე - გულქვაობის კედელი აღვმართეთ და დავუხურეთ ჩვენს მეუფეს შემოსავალი. ამიტომ ყველაფერი ეს ჩვენ უნდა გავამზადოთ, როგორც წინამორბედი ქრისტესი მოგვიწოდებს. სახელდობრ, სივიწროვე, ჭაობი, ბორცვი და ვარდნილები გავასწოროთ, და წრფელვყოთ ალაგი უფლისა (ლუკ. 3,5) ა) გავწმინდოთ ჩვენი სინდისი, სადაც იბადება და საიდანაც წარმოიშობა ყოველი ბოროტება; ბ) გავწმინდოთ ბორცვები - ამაყი ჩვენი აზრები, სიყტვები და ქმედებანი; გ) გავწმინდოთ ჭაობები, ანუ ჩვენი სულიერი უსუფთაობანი და კედელი გულქვაობისა. ამრიგად, განუმზადეთ, მორწმუნენო, გზა და ალაგი ჩვენთან მოსვლისთვის უფალს; იარეთ და იცხოვრეთ ისე ფრთხილად, რომ არ გადაუხვიოთ, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ - ცოდვიანი სიმშვენიერისაკენ. რათა არ მივიდნენ ზოგიერთნი თქვენგანნი გონებამაღლობამდე; არამედ ვიაროთ მეფური გზით, როგორც იტყვიან ხოლმე ღმერთგაბრძნობილი პირები, კანონზომიერი ცხოვრებით, ზოგიერთი ქველმოქმედებით.
    დაე, წარგვიმართოს ჩვენ უფალმან ღმერთმა, თანაბრად წმ. იოანე წინამორბედის მოწოდებისა, სინანულის გზისაკენ და გვაღირსოს ცათა სასუფეველის მკვიდრი მოქალაქობა. ამინ.
 
თემატური კითხვები
0