წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ ადამიანის ბუნება თავისი არსითაა ვნებებს დაქვემდებარებული, და ამ თავისი

ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ ადამიანის ბუნება თავისი არსითაა ვნებებს დაქვემდებარებული, და ამ თავისი შეხედულების დასასაბუთებლად მიუთითებენ ადამიანის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა მრისხანება და ნდომა–სურვილი. მაგრამ ეს სულაც არ არის ისე, როგორც ისინი ამტკიცებენ. რამეთუ მრისხანება და ნდომა ღმერთმა ადამიანის ბუნებას როგორც ვნებები როდი მოანიჭა (ვნებები ისინი ამჟამად არიან), არამედ როგორც კეთილი განწყობილებანი. და ადამიანმაც მიიღო ეს სიკეთენი სახიერი ღმერთისაგან, როგორც ისეთი ნიშან–თვისებანი, რომლებიც მასში გონიერ ბუნებას ხდიდნენ საცნაურად. და თუკი მრისხანება და მოსურვება პირუტყვ ცხოველებსაც მოეცათ, მათ ეს იმავე მნიშვნელობით როდი აქვთ, რაც ადამიანებს; ადამიანის სხეულიც ხორცია, მაგრამ იმავე ღირსებისა როდია, რაც პირუტყვთა ხორცია, რადგან მას ღმერთისაგან მოეცა გონებაც, მსწრაფველი ღმერთის აზრისმიერ სიკეთეთადმი...
 
თემატური კითხვები
6