ავტორი:
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
თემა:
ადამიანი
თუ გვინდა შევხედოთ ადამიანს და დავინახოთ ისეთი, როგორიც არის, უნდა მივუახლოვდეთ მას ღია გულით, ღია
თუ გვინდა შევხედოთ ადამიანს და დავინახოთ ისეთი, როგორიც არის, უნდა მივუახლოვდეთ მას ღია გულით, ღია გონებით, მისი ისეთის მიღების მზაობით, როგორიც არის, ისე რომ, არც საკუთარი თავის გამო ვშიშობდეთ და არც გამორჩენისა და სარგებლის თვალით ვუცქერდეთ ადამიანებს. უბრალოდ შევხედოთ მას, როგორც შევხედავდით შესანიშნავ, განსაცვიფრებელ ხელოვნების ნიმუშს, ან ისე, როგორც შეიძლება, უსმინო მუსიკას და აღიქვა ის მთელი შენი არსებით, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ბგერის მიღმა დაიჭირო იმისი გამოცდილება, ვინც ეს მუსიკა დაწერა, არამედ შეიძლება დაიჭირო კომპოზიტორის სული და გაიგო ის, რაც ადრე ჩვენ არანაირად არ გვესმოდა.
|