ავტორი:
მიტროპოლიტი მაკარი ბულგაკოვი
თემა:
ადამიანი
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ადამიანი შედგება უნივთო და გონიერი სულისაგან და ნივთიერი
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ადამიანი „შედგება უნივთო და გონიერი სულისაგან და ნივთიერი სხეულისაგან“ (სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსარება, ნაწ. I, პასუხი მე–18 კითხვაზე); მაშასადამე, იგი შედგება ორი ნაწილისაგან, და ეს სწავლება არის როგორც ძველი აღთქმის, ასევე ახალი აღთქმის სწავლება.
ძველ აღთქმაში მოსე, აღწერს რა ადამიანის წარმოშობას, ცხადად განარჩევს მასში ორ ნაწილს: ერთს, რომელიც შეიქმნება მიწისაგან, და მეორეს, რომელსაც შთაჰბერავს მასში ღმერთი: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი, მტვერისა მიმღებელმან ქვეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა და იქმნა კაცი სულად ცხოვლად“ (დაბად. 2,7).
|