წმ. მაკარი დიდი
თემა: ადამიანი

მაღალია ადამიანის ღირსება. აბა, იხილე, თუ ვითარ დიდნი და მშვენიერნი ქმნილებანი არიან ცანი და

მაღალია ადამიანის ღირსება. აბა, იხილე, თუ ვითარ დიდნი და მშვენიერნი ქმნილებანი არიან ცანი და ქვეყანა, მზე და მთვარე, მაგრამ მათში კი არ ინება შემოქმედმა ღმერთმა დამკვიდრება და მოსვენება, არამედ მხოლოდ ადამიანში. ამიტომაც ადამიანი ყველა სხვა ქმნილებაზე უფრო აღმატებული და ღირებულია ღმერთისთვის, და იმადაც კი გავკადნიერდები, რომ ვიტყვი: ადამიანი არათუ ხილულ ქმნილებებზე უფრო აღმატებული და ღირებულია, არამედ უხილავ, სულიერ ქმნილებებზეც, ანუ ღმერთის მსახურ სულებზე, ანგელოზებზეც კი. რამეთუ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებზე კი არ ბრძანა შემოქმედმა ღმერთმა – ჩვენს ხატად და მსგავსად შევქმნათო (დაბად. 1, 26), არამედ მხოლოდ ადამიანის გონიერ არსებაზე, – მის უკვდავ გონიერ სულზე თქვა ასე. ამიტომაც წერილ არს: „დაიბანაკებს ანელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნნეს იგინი“ (ანუ ადამიანები, ფსალმ. 33, 8).
 
თემატური კითხვები
0