წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

პირველი ადამიანი დიდ, სუფთა სარკეს ჰგავდა, რომელშიც მხოლოდ ღმერთი აისახებოდა. ურჩობის დემონს კი

პირველი ადამიანი დიდ, სუფთა სარკეს ჰგავდა, რომელშიც მხოლოდ ღმერთი აისახებოდა. ურჩობის დემონს კი სურდა მასში თვითონ ასახულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. მაშინ მან გადაწყვიტა, ეს სარკე თავისი შავი, ხშირი ლაქებით დაესვარა, მაგრამ ამ დროს სარკე გატყდა და დემონს საქმე მოემატა, რადგან ადამიანთა მოდგმის გამრავლებით სარკე სულ უფრო და უფრო წვრილ ნაწილებად იმტვრეოდა; დემონი კი მათ შორის აქეთ–იქით აწყდებოდა და უფრო მეტად იღლებოდა. სარკე დღესაც განაგრძობს მსხვრევას მილიარდობით ნაწილებად, დემონი კი თითოეულ ნაწილს თავისი ჯოჯოხეთური ლაქებით დასდევს. სარკე კი მსხვრევას განაგრძობს იქამდე, სანამ ამ სამყაროს ტრაგედია არ დასრულდება, მანამდე, სანამ ურჩობა საბოლოოდ არ დამარცხდება; მაშინ იგი თავისი პირვანდელი ბრწყინვალებით აღდგება. ერთხელ, როდესაც დემონი გამარჯვებას ზეიმობდა და ფიქრობდა, რომ სარკე მტვრითაა დაფარული და მისი სამუშაო დამთავრდა. ღმერთმა კვლავ უბოძა სამყაროს სარკე თავისი სრულყოფილი სახით – თავისი ძის, იესო ქრისტეს სახით. ამ მოულოდნელობამ დემონი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და უკანასკნელი ბოროტი თავდასხმისაკენ უბიძგა. მაგრამ მისი დღეები დათვლილია, დასასრული ახლოსაა. ეს უკვე ფილოსოფიას არ ჰგავს, ასე არაა? ეს თვითონ ცხოვრებაა, და ეს საკმარისია.
 
თემატური კითხვები
0