წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

როგორადაც ადამიანი ორი – სულიერი და ნივთიერი – ბუნების მქონე, ამგვარადვე მთელი ქმნილი სამყაროც

როგორადაც ადამიანი ორი – სულიერი და ნივთიერი – ბუნების მქონე, ამგვარადვე მთელი ქმნილი სამყაროც ორგვარია: ხილული და არახილული. ადამიანის თითოეულ ამ ბუნებაში ცალ–ცალკე აღესრულება ესა თუ ის ქმედებანი, რაც იმაზეა დამოკიდებული, ვის რა სურს და ვინ რისთვის ირჯება. ამგვარსავე მსგავსებას ვხედავ ცხადსა და სიზმრისეულ ჩვენებებს შორის. რაც აწუხებს ადამიანის სულს და რაც გონებაში აქვს, სწორედ ის ეზმანება მას ძილში... ასე, რომ ვინც მუდამ საღმრთოზე ფიქრობს და ზეციურს ესწრაფვის, იმას ხილვებსა და ჩვენებებშიც საღმრთო და ზეციური ევლინება.
 
თემატური კითხვები
0