
ავტორი:
წმ. იოანე დამასკელი
თემა:
ადამიანი
ღმერთმა ადამიანი შეჰქმნა უბიწო, მართალი, სიკეთის მოყვარული, თავისუფალი ნების მქონე, მოკლებული
ღმერთმა ადამიანი შეჰქმნა უბიწო, მართალი, სიკეთის მოყვარული, თავისუფალი ნების მქონე, მოკლებული ყოველგვარ საზრუნავსა და ურვა–მწუხარებას, შემკული ყოველგვარი სიკეთითა და სათნოებებით – შეჰქმნა თითქოსდა მეორე სამყარო, მცირე – დიდში, შეჰქმნა ანგელოზის მსგავსი, სხეულის მქონე – სულიერი და გონიერი არსება, როგორც ახალი ანგელოზი, რომელიც თაყვანს სცემს და განადიდებს შემოქმედ ღმერთს; შეჰქმნა იგი შეზავებული ორი ბუნებისაგან – სულისა და სხეულისაგან, მჭვრეტელად მთელი ხილული ქმნილებისა, შემმეცნებელად და მიმწვდომად გონიერი ქმნილების საიდუმლოებებისა, მეუფედ და მთავრად ყოველივე იმისა, რაც კი არსებობს და არის ამქვეყნად, მაგრამ შეჰქმნა, ამავე დროს, დაქვემდებარებულადაც მასზე მაღლა მდგომ ხელმწიფებაზე; შეჰქმნა როგორც ქვეყნიერიც და ზეციურიც ერთსა და იმავ დროს, შეჰქმნა დროებითიც და მარადიულიც, ხილულიც და გონებით მისაწვდომიც, როგორც საშუალო დიდებულსა და კნინს შორის, შეჰქმნა ერთდროულად სულის მქონედაც და სხეულის მქონედაც, – სულისა მადლის მიერ, სხეულისა კი – მის მოსაზღუდად ამპარტავნებისაგან, ანუ სულის მქონედ იმისთვის, რომ ადამიანი უცვალებელი დარჩენილიყო და მარადის თავისი კეთილისმყოფელი უფალი ღმერთი განედიდებინა, სხეულის მქონედ კი – იმისთვის, რომ ვნებულიყო, ეტანჯა და ამის ძალით მარადის ხსომებოდა თავისი თავი და დანიშნულება – თუ ვინ არის, რას წარმოადგენს და რისთვის შეიქმნა.
|