
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
გულწრფელობითა და ერთგულებით გაღებულ შესაწირავს, რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, ღმერთი მოწყალების თვალით
გულწრფელობითა და ერთგულებით გაღებულ შესაწირავს, რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, ღმერთი მოწყალების თვალით უყურებს, ამიტომ, ყოველ ღმრთისმოყვარე კაცს თავისი ნაყოფისგან ღმრთისთვის შეწირვა უნდა უყვარდეს. იმ შესაწირავთა და მსახურებათა შორის, რომლითაც ქრისტიან კაცს ღმრთისადმი ერთგულებისა და სასოების გამოხატვა შეუძლია, ძველთაგანვე ეკლესიაში ხატთა წინაშე წმიდა სანთლის ანთებაა მიღებული. ხატის წინაშე სანთლის ანთებით ქრისტიანი ღმერთს უდასტურებს, რომ მისადმი მისი გულიცა და სულიც ერთგულებით, სიყვარულითა და სასოებითაა ანთებული
|