ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო:
გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ [გვ. 148]
თემა:
სულიერი ბრძოლა
თუ უკეთური აზრები გვასხმიან, უნდა მოვარიდოთ მას გონების თვალი, უფალს მივმართოთ და მისი სახელით
თუ უკეთური აზრები გვასხმიან, უნდა მოვარიდოთ მას გონების თვალი, უფალს მივმართოთ და მისი სახელით ვდევნოთ ისინი. თუკი აზრი გულს შეეხება, ვგმემოთ საკუთარი თავი და ვევედროთ უფალს, შეგვიწყალოს; მანამ ვიგვემოთ თავი, სანამ გულში საპირისპირო გრძნობა არ აღიძვრება, მაგალითად, განკითხვის ნაცვლად სხვისი განდიდების ან, უკიდურეს შემთხვევაში, მისდამი პატივისცემის გულითადი გრძნობა...
აი, ამიტომ გულში უფლის ფერხთით წინასწარ უნდა გვქონდეს წყნარი ადგილი შემზადებული. განგაშის ატეხისას მაშინვე გავრბივართ მისკენ, ვყვირით და ვისწრაფვით, რათა დავანახოთ მას ჩვენი უძლურება, უფალი შეგვეწევა და ყველაფერი ჩაცხრება.

|