თემა: შრომა

ჩვენ მოგმართავთ განათლებულო ქრისტეანენო! როგორ შეგიძლიათ თქვენ რომ აერიდოთ ფიზიკურ შრომას, როდესაც

ჩვენ მოგმართავთ განათლებულო ქრისტეანენო! როგორ შეგიძლიათ თქვენ რომ აერიდოთ ფიზიკურ შრომას, როდესაც ყოვლად წმიდა ქალწული მარიამი, ეს უმაღლესი და უსრულესი მაგალითი ქრისტეანი ქალებისა, ასე ბევრს შრომობდა თავის ხელით. აბა, ყური მიუგდეთ რას გვეუბნება ჩვენ ძველი გადმოცემა ღვთისმშობლის ქვეყნად მუშაობის შესახებ, "ყოველდღე რამდენიმე ხნით იგი ხელსაქმეში ვარჯიშობდა, ასე რომ მისი ძის დროს მას შეეძლო კიდეც ხელსაქმით თავი ერჩინა. განა უფლის კვართიც არ შეკერილა, არამედ მთლიანად ღვთისმშობლის საკუთარიუ ხელით არის მოქსოილი (იხ. სვინაქსარი 21 ნოემბრის) მამით მეფის (დავითის) შთამომავალი და დედით მღვდელმთავრის ტომიდან წარმოშობილი, ყოვლად წმიდა ქალწული მარიამი არ თაკილობდა, არ ერიდებოდა ჩვეულებრივ ქალის სამუშაოს და საკუთარი ხელის ნაშრომით ემსახურებოდა უზენაესი ღვთის ტაძარს; იგი არ თვლიდა ხელსაქმეს მისი ღირსების დამამცირებელ საქმედ.
    თუ თქვენ, საყვარელნო, მართლაც განათლებაში ფეხი გიდგიათ, ჭკვიანები და კეთილშობილნი ხართ, მაშინ ნუ აერიდებით ფიზიკურ შრომას და ეცადეთ ყოველთვის საკუთარი შრომით მოიპოოთ თქვენი საზრდო საშუალებანი. ამინ.
 
3