თემა: შრომა

ჩვენში კი, საყვარელნო, ფიზიკური შრომა არა იშვიათად სათაკილოდ მიაჩნიათ. სამართლიანია განა ასეთი

ჩვენში კი, საყვარელნო, ფიზიკური შრომა არა იშვიათად სათაკილოდ მიაჩნიათ. სამართლიანია განა ასეთი დამოკიდებულება ფიზიკურ შრომისადმი? მეცნიერული განათლება განა აძლევს უფლებას ადამიანს, რომ უგულებელყოს მან ხელოსნობა და სხვადასხვა სამეურნეო თუ საოჯახო სამუშევრები, საჭირო და აუცილებელი ადამიანისათვის სამარდღეო ცხოვრებაში? ან როგორი შრომა ჩაითვლება დამამცირებლად ადამიანის ღირსებისათვის? ფრიად სამოძღვრებელ მაგალითს ამ შემთხვევაში გვაძლევს ჩვენ მისი სახით, წმ. მოციქული პავლ. მან ფართო განათლება მიიღო: სწავლობდა საღმრთო სჯულს და სხვადასხვა მეცნიერებას, ებრაულს და ბერძნულს. მაგრამ ამავე დროს მისმა მშობლებმა სიყრმიდანვე შეასწავლეს მას ადგილობრივი ხელობაც, სახელდობრ, მატყლისაგან კარვების კეთება, რომელსაც მაშინ დიდი გამოყენება ჰქონდა, როგორც კარგ შემოსავლიან წყაროს. ამრიგად, ღრმა განათლება მოციქულის მაღალი წოდება, განუწყვეტელი ქადაგება სხვადასხვა ადგილებში, სულიერი შრომა, ეს ყოველივე არ აბრკოლებდა წმ. მოციქულს, რომ ხელობა დაეტოვებინა და ფიზიკური შრომა არარად ჩაეთვალა, როგორც ადამიანისათვის დამამცირებელი საქმიანობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
 
3