ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
ცილისწამება
რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისათვის შენზედა წყალობით ღმრთისაგან მოვლინებულისა, რად არ
რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისათვის შენზედა წყალობით ღმრთისაგან მოვლინებულისა, რად არ შეიწყნარებ ამ დიდებულს ჯილდოს მაცხოვრის მარჯვენიაგან განჩინებულს, რამ დაგავიწყა გზა წმიდანებისა და ვალიცა თანა ნადებისა შენისა, რომ მრავალთა შენთა ცოდვათათვის გერგოს ეს ცილისწამება, რათა ესრეთი იმართლო დასჯა გექმნას განსაკურნებელ შენთა შეცოდებათა და უფროსად დამაგვირგვინებელიცა. რამ დაგავიწყა სიტყვა მაცხოვარისა: "რომელითა განიკითხოთ, მითვე განიკითხნეთ". აი, მონაგები შენი სხვებზედ განკითხვისა, რომელიც სარათლად მოგევლინა; ამისთვის ნუ სწაუხზარ უგულისხმოდ, რამეთუ ნაშობი არს შენის სხვიადმი შეცოდებისა. ანუ არა მიხედავ მართალსა იესოს, თუ ვითარ თავს იდებს სმასა ნაღვლისასა ცილისწამებითა და ზიდავს ჯუარსა... რამ დაგავიწყა, საყვარელო ძმაო, სიტყვა ნეტარეული მაცხოვრისა: "ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს სთუან ყოველი სტყვა ბოროტი თქვენზედა, გიხაროდენ და და მხიარულ იყვნეთ, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა".
შთაიხედე შენს გულში, სადაც ამ ცილისწამების შესახებ სიმართლე სუფევს და აღიხედენ გულთმხილველისკენ და ის მოფენს სიტკბოების ნათელს შენს მართალ გულს, თუ რომ შენ ღირსად შერაცხავ შენს თავს, ვითარცა ცოდვების შენის კანონად მოვლენილისა. რას მისდევ ხმასა უმეცართასა, ოდეს ხმასა ყოვლისა მეცნიერის მადლისასა უგულვების გამოცხადება ყოველთა დაფარულთა გულთასა და მაშინ იყოს დიდება სიმართლისა.

|